სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა 2021 იწყება!

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა 2021 იწყება!
2021 წლის 15 აგვისტოდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება განცხადებების მიღება ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენთა" დასაფინანსებლად.
❗ საჭირო დოკუმენტაცია: ▶ განცხადება ხელვაჩაურის მერის სახელზე; ▶ ცნობა უნივერსიტეტიდან 2020-2021 წწ მეორე სემესტრის საგნების შეფასების შესახებ; ▶ დაინტერესებული პირის საბანკო რეკვიზიტები; ▶ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID) ასლი;
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
მერიის განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ქეთევან დევაძე (599359191)