სკვერის მოწყობა ახალსოფელში

სკვერის მოწყობა ახალსოფელში

ახალსოფელში სპორტული მოედნის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით სკვერი კეთილმოეწყობა კაუჩუკისა და დაწნეხილი ფილების ბილიკებით, დეკორატიული მცენარეებითა და გარე განათებით. მასში განთავსებული იქნება საბავშვო მინი ატრაქციონები, ტრენაჟორები და სხვა გასართობი ინვენტარი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 128 960 ლარს შეადგენს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.