საკრებულოს სხდომაზე 7 საკითხი დაამტკიცეს

საკრებულოს  სხდომაზე 7 საკითხი დაამტკიცეს

 

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა .

საკრებულოს  წევრებმა  სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებული  7 საკითხი დაამტკიცეს.

განკარგულები პროექტის თანახმად, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს მოიცავს, ცვლილება შედის. ცვლილება ეხება ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აგარაში შიდა სასოფლო გზების დაბეტონების საკითხს.

ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ასევე მოქალქეების მიერ შემოტანილი განცხადება, რომლის საფუძველზე   საკრებულომ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქ. ბათუმში, დასახლება მახვილაურში  მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობა მისცა.

 

სხდომაზე  თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტში მოქმედ „ქალთა ოთახს“ „არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი-„ქალთა ოთახების გაერთიანები“-ს  წევრად გახდომის შესახებ.

  განკარგულების მიღების მიზანს   „ქალთა ოთახმა“ შეძლოს და მიიღოს დამატებით საგრანტო პროექტებში მონაწილეობა წარმოადგენს, საქართველოს „ქალთა ოთახების გაერთიანებაში“ გაწევრიანების შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება დამატებითი ფინანსების მოძიება.