საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

 დღეს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სხდომაზე დასამტკიცებლად  წარდგენილი იყო       მუნიციპალიტეტის  2023-2027 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ადგენს მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამიზნე მუნიციპალიტეტის თემების სასოფლო დასახლებებში - როგორ განახორციელებს ნარჩენების მართვას და  შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას დაკისრებული აქვს ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დღესვე სხდომაზე გადაწყდა, რომ  „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას  საკუთრებაში,აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შემდგომში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით.