საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადში შპს „ფერა გრუპი“-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა.ნაკვეთზე დაგეგმილია საცხოვრებელი და მულტიფუნქციური დანიშნულების კომპლექსის განაშენიანება. პროექტი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, კომერციულ სივრცეებს, სასტუმროს, რესტორნებს და სანახაობრივ ობიექტებს, ასევე სავარჯიშო დარბაზებს, აუზს და ღია სპორტულ მოედნებს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 12 საკითხზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ-ების ხელმძღვანელებმა 2020 წელს შესრულებული მუშაობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს,წარდგენის შემდგომ მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.