საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში
საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში
აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიაში დროებით ლეგარულ დასაქმებასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილე მანოლა ფევაძე და თბილისის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი მარინე პაპუნიძე.
პროგრამაში ჩართვის მსურველ პირებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ გერმანიაში დასაქმების პირობებსა და კონკრეტული ვაკანსიების შესახებ.
გერმანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით დოკუმენტების მიღება 15 აპრილამდეა შესაძლებელი.