საგინაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია
მაი 23, 2023 - 13:24
განახლებულია: მაი 25, 2023 - 09:25
28
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭარნალში, საგინაძეების დასახლებაში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 89 927 ლარს შეადგენს.
მერთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, სამსახურის ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები იმყოფებოდნენ.