პრეზენტაცია: ხელაჩაურის ტურისტული პოტენციალი

პრეზენტაცია: ხელაჩაურის ტურისტული პოტენციალი
პრეზენტაცია: ხელაჩაურის ტურისტული პოტენციალი
პრეზენტაცია: ხელაჩაურის ტურისტული პოტენციალი

დღეს, ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ტურ-სააგენტოების, გიდებისა და ტურიზმის სექტორით დაინტერესებული პირებისათვის გაიმართა შეხვედრა, სადაც არსებული ტურისტული პაკეტების შეთავაზება და სამომავლო ინიციატივები იქნა განხილული. პრეზენტაციები მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, კულტურის და ხელოვნების ცენტრის, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და აჭარის ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების მიერ იქნა წარდგენილი. შეხვედრა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას სააგენტოების მიერ დაგეგმილ მარშრუტებში.