ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდიანარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მუნიციპალიტეტის სოფლებში, რამოდენიმე გზის მონაკვეთი ჩაიკეტა. წვიმის და მეწყერის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა სახლები.
მუნიციპალიტეტის მერია საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში ქირით გაყვანას.