მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა

მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა. მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის 2022-2025 წწ. ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო. ასევე, შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი პროგრამები, რომელშიც საბჭოს წევრების მიერ გასულ წელს დასმული საკითხები გათვალისწინებულია.