კომისების სხდომა

კომისების სხდომა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომა გაიმართა.

გაერთიანებულ სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო  დადგენილების პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც  ტენდერებისგან მიღებული ეკონომიების შედეგად იქნა ასახული. აღნიშნული თანხა სოციალური, ინფრატრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით დაიხარჯება.

დღესვე სხდომებზე მოსასმენად წარდგენილი იყო    2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.    

სხდომაზე საკრებულოს წევრებს ცნობის სახით წარედგინათ ინფორმაცია   ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-ში ცვლილებისა და  ფრაქცია  „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობა“-ში განხორციელებული ცვლილების შესახებ.