გილოცავთ შობა-ახალ წელს

გილოცავთ შობა-ახალ წელს
ძვირფასო ხელვაჩაურელებო,
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!
ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს.
შობა ახალი წელი - ეს ის დღეებია, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილს და თბილი გულით ხვდება ახალს. ახალი წელი ხომ ძველის დავიწყების და ახლის შემობრძანების სიმბოლოა.
ვისურვებდი, რომ 2023 წელი იყოს დღეგრძელობით, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი.
მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით შევძლებთ, რომ უკეთეს ხელვაჩაურში ვიცხოვროთ!
ვიმედოვნებ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტად საქმიანი, წარმატებული და სასიკეთო იქნება.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
კეთილი სურვილებით, სიყვარულით და პატივისცემით,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
ზაზა დიასამიძე.