ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.
????ბიუროს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო 9 საკითხი.
????ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში, ხარჯვით ნაწილს ემატება 860 592 ლარი და საბოლოო დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრება 29 718 483 ლარით.
????ცვლილებები განხორციელდება მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებში, მათ შორის, სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის პროგრამას დაემატა 163 518 ლარი.
????სხდომაზე მოსამენად ასევე, წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.