ასაკობრივი შეჯიბრი კრივში

ასაკობრივი შეჯიბრი კრივში
ასაკობრივი შეჯიბრი კრივში
ასაკობრივი შეჯიბრი კრივში
ასაკობრივი შეჯიბრი კრივში
ასაკობრივი შეჯიბრი კრივში

მიმდინარე წლის 10-11-12 დეკემბერს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდა აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატი კრივში 2004-2005 წ, (ახალგაზრდები) 2006-2007 წ, (ჭაბუკები) 2008-2009 (მოსწავლეები) წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს :

ბათუმის, ხელვაჩაურის და შუახევის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა. აგრეთვე გელა აბაშიძის, ხელვაჩაურის, "ბათუმი“ქობულეთის, ,,ქობულეთი“ბათუმის და ჩაქვის კრივის კლუბის წარმომადგენლებმა.

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მოკრივე, რომა ქამადაძემ II ადგილი დაიკავა. მონაწილეები შესაბამისი ხარისხის მედლებით,თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი გენადი ჩხაიძე რომლებმაც გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.