ზურაბ ხაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი

01-05 ოქტომბერს ახალსოფლის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა ზურაბ ხაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. სულ მონაწილეობდა 6 გუნდი. მესამე ადგილზე გავიდა მაჭახელას გუნდი, მეორეზე - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდი და გამარჯვებული გახდა ორთაბათუმის ბაკურის გუნდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით. ასევე სპეციალური პრიზებით.