ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

  თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალსოფლის სპორტსკოლაში. მასში მონაწილეობას ქედის, შუახევის, ქობულეთის და ბათუმის სპორტსმენები(2004-2006 წწ)  18 წონით კატეგორიაში ღებულობდნენ.  გამარჯვებულებს სამახსოვროდ თასები,მედლები და სიგელები გადაეცათ.

 ტურნირი ამავე სასპორტო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,ღირსების ორდენის კავალერის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობისაა.

აღნიშნული ტურნირი ხელვაჩაურში რამდენიმე წელია იმართება, რაც  თავისუფალი ჭიდაობის სახეობის პოპულარიზაციას,ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭიდავეების გამოვლენას ისახავს მიზნად.

 ზიგფრიდ ჩხაიძე სპორტის ოსტატი,დამსახურებული მწვრთნელი,ამიერკავკასიის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.