ზანაქიძეების ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაობს ზურაბ პატარაძე გაეცნო

ზანაქიძეების ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაობს ზურაბ პატარაძე გაეცნო

   დღესვე აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად სოფელ ზანაქიძეების ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სოფელში მოეწყო სპორტული მოედანი და სკვერი, დამონტაჟდა ახალი სკამები და გარეგანათების სისტემა. სოფლის ცენტრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას გაესაუბრა. 
   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზანაქიძეებში მინი საფეხბურთო მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 101 134 ლარია გამოყოფილი. ასევე ადგილობრივთა ხოვნა გაითვალისწინა გამგეობამ და მოეწყო ფანჩატურიც. 
  ზანაქიძეებში ასევე დასრულების ეტაპზეა გაზიფიცირების პროექტი.