"ველომარათონი - 2017" მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ჩატარდება

"ველომარათონი - 2017" მიმდინარე  წლის 29 სექტემბერს ჩატარდება
"ველომარათონი - 2017"– შეჯიბრება ჩატარდება 2017 წლის 29 სექტემბერს 12:00 საათზე, სტარტი - ფრიდონ ხალვაშის გამზირისა და აკაკი შანიძის ქუჩის გზაჯვარედინი, (ყოფილი სოფელ შარაბიძეების შესასვლელი) ფინიში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია. გასავლელი მანძილი -6. კმ. 800 მ.

შეჯიბრებაში დაიშვებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებსა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები 15-22 წლამდე ასაკის ველოსპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები (ვაჟები და გოგონები).

დარეგისტრირებული მონაწილეები 2017 წლის 29 სექტემბერს 11:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ სტარტის ადგილზე.

 

https://docs.google.com/forms/d/1rq1LwDFTSrKckGlYjHiLVRj-R0X734WM-d620zI599g/viewform?edit_requested=true