ველომარათონი - 2017

შეჯიბრება ჩატარდება 2017 წლის 04 ოქტომბერს 12:00 საათზე, სტარტი - ფრიდონ ხალვაშის გამზირისა და აკაკი შანიძის ქუჩის გზაჯვარედინი, (ყოფილი სოფელ შარაბიძეების შესასვლელი) ფინიში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია. გასავლელი მანძილი -6. კმ. 800 მ.
შეჯიბრებაში დაიშვებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებსა და ყოფილი დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები 15-22 წლამდე ასაკის ველოსპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები (ვაჟები და გოგონები).
დარეგისტრირებული მონაწილეები 2017 წლის 04 ოქტომბერს 11:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ სტარტის ადგილზე.
მარათონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება ველომარათონი 2015 და 2016 წლების პირველი ადგილის გამარჯვებულებს.
შეჯიბრება ჩატარდება ველო-მარათონში სამოყვარულო, არასპორტული ველოსიპედებით.
შეჯიბრების ორგანიზატორები მონაწილეებს არ უზრუნველყოფენ ველოსიპედებით. მონაწილემ თავად უნდა იყოლიოს ველოსიპედი.
ველომარათონის I, II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები და თასები.
ველომარათონი ტარდება გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
რესგისტრაციის ვადა: 15 სექტემბრიდან დან 03 ოქტომბრამდე.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdQSVEdb5xHtbGYLGBRZsSEbyWCV0bb6wij1nR40Kj6ndxyCQ/viewform