უფასო იურიდიული სამსახურის შეხვედრა ხელვაჩაურში

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებს , გამგეობის, საკრებულოსა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურის თანამშრომლებს შეხვდა.
იურიდიული დახმარების სამსახურ გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა;საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ასევე გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.აღნიშნული სამსახური აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისებისა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებულთა საკითხებზე.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.