უფასო იურიდიული კონსულტაცია ჭარნალში

უფასო იურიდიული კონსულტაცია ჭარნალში

     ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვდრა სოფელ ჭარნალში გაიმართა. კონსულტატმა ნატალია ირემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაციები გაუწია. შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდა. შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს რეპრესირებულებთან დაკავშირებით დოკომენტაციის მომზადების წესზე. დღესვე მოსახლეობას "ქალთა ოთახის" ფლაიერები დაურიგდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნულ სამსახურთან ერთად შეხვედრები გამგეობის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით იმართება.