წყლის სისტემის მოწყობა ზანაქიძეებში

წყლის სისტემის მოწყობა ზანაქიძეებში
სოფელ ზანაქიძეებში, გემურაულის დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სასმელი წყლის სამარაგე აუზისა და მაგისტრალის მშენებლობას.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 254 440 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.