წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფელ ქედქედში

წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფელ ქედქედში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში სასმელი წყლის მომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. შენდება სამარაგო წყალშემკრები, წყლის გამწმენდი სალექარი რეზერვუარი, წყლის აუზი და საქლორატორო შენობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყლით მომარაგდება სოფელ ქედქედში მცხოვრები 50 ოჯახი. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ნაგო’’. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 95 716 ლარი გამოიყო. ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დასრულდება.