წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე კულტურის ცენტრში

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე კულტურის ცენტრში

01 თებერვალს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, საბიბლიოთეკო განყოფილების თანამშრომელთა ინიციატივით აღინიშნა „წიგნის კითხვის საერთაშორისო“ დღე. 
ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პოეზიის საათი სათაურით ,,ვიკითხოთ წიგნები“, ,,ვიმეგობროთ წიგნთან’’. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედმა საკლუბო და სამუზეუმო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა. 
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი ნინო ფაღავა ესწრებოდნენ.