თხილნარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

თხილნარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. სამედიცინო გამოკვლევები „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა ჩაატარეს. გამოკვლევებით 100-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურება გაუწია: ქირურგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. მოსახლეობას ასევე კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციაზე ხელვაჩაურის მერიის სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების თანამშრომლები და თხილნარის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიდმანიძე იმყოფებოდნენ. სოფელ თხილნარში გამოკვლევები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციტივითა და ორგანიზებით ჩატარდა.