თბილისის საკრებულოში შეხვედრა თემაზე "ერთად ვეძებოთ გზები"გაიმართა

თბილისის საკრებულოში შეხვედრა თემაზე  "ერთად ვეძებოთ გზები"გაიმართა

 თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. 
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე ესწრებოდა.
ღონისძიებას ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გახსნა.