თამაზ ბერიძე და გურანდა დოლიძე მახინჯაურის თემში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

თამაზ ბერიძე და გურანდა დოლიძე მახინჯაურის თემში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

4 -5 ივლისს მახინჯაურის თემში მცხოვრებ მოსახლეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თამაზ ბერიძე და გურანდა დოლიძე შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატები სოფლებში არსებული პრობლემებს გაეცნენ. შეხვედრაზე მთავარ პრობლემად სოფლებში ქვედა და ზედა განთიადში არსებული სასმელი წყალი დასახელდა, მაჟორიტარი თამაზ ბერიძე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა. შეხვედრაზე ასევე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი და განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები გააცნეს.