სოციალურად დაუცველ ოჯახს სახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადაეცა

სოციალურად დაუცველ ოჯახს სახალწლო ნობათი და ფულადი თანხა გადაეცა

   აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ შაინიძეების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა-შვილის შადიე მოფინაძისა და ამირან შაინიძის ოჯახს, საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს.

საახალწლოდ მოფინაძეების ოჯახმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი დახმარების სახით საჩუქრად 500 ლარიც მიიღო.

წინასაახალწლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია, რომელთაგან 3 ოჯახში შ.შ.მ პირები ცხოვრობენ.

2017 წლის 7 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით შობა – ახალ წელს დახმარება ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე სოციალურად დაუცველ 13 ოჯახს 300 ლარი ჩაერიცხებათ. აღნიშნულმა კატეგორიამ ანალოგიური დახმარება 2016 წელსაც მიიღო.

მიმდინარე დღეებში მსგავსი საახალწლო აქციები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.