სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

დღეს, სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭომ დაამტკიცა რეგიონის სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. გეგმა მოიცავს იმ პროგრამებისა და ღონისძიებებს შესახებ ინფორმაციას, რომელთა განხორციელება მომავალი სამი წლის მანძილზე 2018-2020 მიზანად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებისა და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, ეყრდნობა აქტიურ, მოქნილ და მეწარმეობის უნარის მქონე სასოფლო თემებს, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას და სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებულ დივერსიფიცირებულ ეკონომიკას.
განხილვაში მონაწილეობდნენ: აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები.მათ შორის იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.
სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 214 მლნ ლარს აჭარბებს, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.