სოფელ თხილნარში ახალგარემონტებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ თხილნარში ახალგარემონტებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

  დღეს სოფელ თხილნარში 120 აღსაზრდელზე გათვლილი გარემონტებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სასწავლო პროცესის განახლებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან დავით საფარიძესთან ერთად გაეცნო. გამგებელმა პატარებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა. 
თხილნარის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს,,დიდგორმა" აწარმოა. სამუშაებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29798 ლარი დაიხარჯა. შენობა უზრუნველყოფილია ახალი ინვენტარით და სათამაშოებით. 
სოფელ თხილნარში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2009 წლიდან ფუნქვიონირებს .
ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, 2 რემონტდება,4 ბაღი (მახინჯაური, ფერია, კირნათი, ქედქედი) აშენდა, 1 მშენებლობა კი მიმდინარეობს.