სოფელ შარაბიძეებში დაწყებითი სკოლა გაიხსნა

✔ აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვლმა და მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ შარაბიძეების დაწყებითი სკოლა გახსნეს.
✔ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ სკოლაში განათლებას იღებდა 48 მოსწავლე, რომლებიც დროებით ხელვაჩაურის 1-ელ საჯარო სკოლაში გადიოდნენ სწავლებას.
✔ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი იქნა გამოყოფილი. შენობას ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
✔ სოფელ შარაბიძეების დაწყებითი სკოლა 1952 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთრი სახსრებით არის აშენებული და დღემდე ფუნქციონირებს.