სოფელ ქვედა ჯოჭოში ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო

სოფელ ქვედა ჯოჭოში ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო

16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო. სოფლის მოსახლეობას გზასთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, რადგან ეზოში მისასვლელად ადგილობრივებს უხდებათ მდინარის ფონის გადალახვა. 
ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ზადუ". 
პროექტის ღირებულება შეადგენს 199 999,93 ლარს.