სოფელ ევგენიძეებში წყალსადენზე სალექარისა და საქლორატორო მოეწყო

სოფელ ევგენიძეებში წყალსადენზე სალექარისა და საქლორატორო მოეწყო

სოფელ ევგენიძეებში არსებულ წყალსადენზე, სალექარისა და საქლორატოროს მოწყობა დასრულდა. დღეისათვის ობიექტი სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელა შპს „ნაგომ“. პროექტის შესრულებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 321 ლარი გამოიყო. ობიექტის ფუნქციონირებით სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება სოფელ ევგენიძეებში მცხოვრებ 30 ოჯახს და ასევე, დაწყებით სკოლას.