სოფელ ჩელტაში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ჩელტაში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩელტაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მიქე“ აწარმოებს, სადაც ადგილობრივებია დასაქმებული. ხელოვნურ საფარიანი მოედნის გვერდით ატრაქციონები დამონტაჟდება და სკვერი კეთილმოეწყობა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 190 ლარია გამოყოფილი. სოფელ ჩელტაში სამუშაოები მიმდინარე წლის 5 აგვისტოს უნდა  დასრულდეს.

2017 წელს სტადიონებისა და მინის საფეხბურთო მოედნების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის  414 023 ლარია გამოყოფილი.