სოფ. ჭარნალში 2 წყლის ავზის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფ. ჭარნალში 2 წყლის ავზის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში ე.წ ნაძალადევის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფრისთან თამაზ მურადიშვილთან ერთად გაეცნო. ადგილზე გამგებლის თანაშემწე და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. 
   ამჟამად სოფელ ჭარნალში სათავე ნაგებობისა და ორი 80 ტონიანი აუზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება 7 კილომეტრი რკინის მილის დამონტაჟების სამუშაოები.