სოფ. აჭარისწყალზე უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

სოფ. აჭარისწყალზე უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალზე ამბულატორიის შენობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. გამოკვლევებით დაახლოებით 80–მდე ადგილობრივმა ისარგებლა. 
სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა ჩაატარა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებს გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.