შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახში“ კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა შედგა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს 2018 წელს შშმ პირთა საკითხებზე განსახორციელებელი პროექტების საჭირიროებები და მასში მუნიციპალიტეტის ჩართულობა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება” ფარგლებში რომელიც ხორციელდება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ საჭიროებებზე, დასაქმებაზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
ოფიციალური სტატისტიკით, ხელვაჩაურში 29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 163 პირი ცხოვრობს. 
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი 2016 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა .