შეხვედრები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში"

შეხვედრები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში"

ხელვაჩაურის სოფლებში კრებების ჩატარება გრძელდება. ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება 23 მარტს დაიწყო. დღეს, კრებები ორთაბათუმის, ახალშენის, შარაბიძეებისა და კირნათის ადმინისტრაციული ერთეულების 9 სოფელში გაიმართა.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელეს სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე.
ყველა სოფელში მოქალაქეების ძირითდი მოთხოვნა მზა ბეტონის მიწოდება იყო, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით.
მუნიციპალიტეტში პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. სოფლის კრებები ხელვაჩურში 02 აპრილს დასრულდება.