შეხვედრა თემაზე „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები"

შეხვედრა თემაზე „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში" მორიგი სამუშაო ვორქშოფი „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“ გაიმართა. შეხვედრაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მანანა ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს ესაუბრა შემდეგ თემებზე - რა ფაქტორები იწვევს ბავშვთა ქორწინებას და რატომ ითვლება ბავშვთა უფლებების დარღვევად? მსოფლიო ტენდენციები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის ბოლო გენდერული ანგარიშის მიმოხილვა. მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იქნა აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების დონის ამაღლებას, გაანალიზონ ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკები და უარყოფითი შედეგები. ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ხელვაჩაურის ,,ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ქალთა ოთახის" მენეჯერი მაგდა მალაყმაძე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეებმა თავად გაუსვეს ხაზი განათლების აუცილებლობის ხელშეწყობას და განიხილეს სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემები.