შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან

შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან

      აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლებს და  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. 
   შეხვედრაზე მინისტრმა დორექტორებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დირექტორების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ პროექტებში. მინისტრი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო, რომელსაც სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

  შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: სულიკო თებიძე, თეონა ბერიძე და №72 ხელვაჩაურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძის ხელვაჩაურის ბიუროს ხელმძღვანელი ვაჟა ბერიძე ესწრებოდნენ.