შაინიძეების დაზარალებულ ოჯახში გამგებელი და დეპუტატები იმყოფებოდნენ

შაინიძეების დაზარალებულ ოჯახში გამგებელი და დეპუტატები იმყოფებოდნენ

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმამადგენელმა ვაჟა ბერიძემ სოფელ თხილნარში დაზარალებული მერაბ შაინიძის სახლი დაათვალიერეს. 23 აპრილს ძლიერმა ქარმა სახლი მთლიანად ჩამოშალა. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია. 4 წევრიანი ოჯახი დროებით ნათესავთან ცხოვრობს.
შაინიძეების ოჯახს სახლი თვითნებურად სამშენებლო ნორმების დარღვევით ქონდა აშენებული. სპეციალური კომისია შეისწავლის გაეწევა თუ არა ოჯახს რაიმე სახის დახმარება, რადგან სახლი თვითნებურად იყო აგებული და მიწა ოჯახს დარეგისტრირებული არ ქონდა.