სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ მასაურაში

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ მასაურაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე არსებულ მდგომარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად გაეცნო. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებს შპს "ქედე". ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 72 005 ლარს.
აღნიშნული საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.