სასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთში

სასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთში

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ოლიმპიადა მინი ფეხბურთში ჩატარდა, სადაც 7 გუნდი მონაწილეობდა. ოლიმპიადაში I ადგილი ხელვაჩაურის № 1 საჯარო სკოლამ; II ადგილი ახალშენის საჯარო სკოლამ; III ადგილი თხილნარის საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები,თასები და სიგელები გადაეცათ.
აღნიშნული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.