სანიაღვრე არხის მოწყობა სოფელ ფერიაში

სანიაღვრე არხის მოწყობა სოფელ ფერიაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ე.წ. ,,წითელი მიწების’’ დასახლებაში სოფლის ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები შესრულდა. სანიაღვრე არხის მოწყობის შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური წვიმების დროს აღარ მოხდება წყლის დაგუბება. სამუშაოები მერიის ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურმა განახორციელა.