სამუშაო შეხვედრა UNDP- GEF პროექტის "მწვანე ქალაქების" ფარგლებში

დღეს, 15:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები. პროექტის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს აჭარაში მგზავრთა ტრანსპორტირების სისტემის ანალიზი, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის განვითარების მხრივ არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს მოქალაქეების ჩართულობით გაიმართა სამუშაო დისკუსია მუნიციპალიტეტის მდგრადი სატრანსპორტო გეგმის ხედვის, ძირითადი პრიორიტეტებისა და მიზნების განსაზღვრისათვის.