სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის მერიაში

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა,რომელიც „ათეა“- ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ღვინაშვილმა წარმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, ასევე ქედის, შუახევისა და ხოლოს მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ასოციაცია მუდმივად ახორციელებს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმართველობის სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს,შეხვედრის მიზანი კი სწორედ მომავალში დასაგეგმი პროექტების მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე მორგებას გულისხმობს. მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აღნიშნული საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს.