სამუშაო შეხვედრა „ქალთა ოთხში“

სამუშაო შეხვედრა „ქალთა ოთხში“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთხში“ დღეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს მერიის თანამშრომლებთან და „ქალთა ოთახის“ კოორდინატორთან. 
მერია და აღნიშნული ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში თანამშრომლობენ, რომლის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტების გაძლიერება, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით, დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად.
პროექტის ფარგებში ნაყოფიერი თანამშრობლობის შედეგად მუნიციპალიტეტმა შექმნა შიდა სამოქმედო ინსტრუქცია ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერის მიერ შერჩეულ წარმომადგენლებსა და მათ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვზე ძალადობის საკითხებზე.