საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღეს 33 საკითხი განიხილეს.სხდომას კომისიის თავმჯდომარე შოთა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. მორიგი სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.