საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს  ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ, ფერიის მაჟორიტარმა ჯემალ მუსხაჯბამ და საკრებულოს წევრმა ხათუნა დიასამიძემ მიულოცეს.
სტუმრები სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სხვადასხვა ოლიმპიადებში მოპოვებული გამარჯვებები მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ ფერიის საჯარო სკოლაში უკვე წლებია ისწავლება აფხაზური ენა, ენის შესწავლით 30 -მდე მოსწავლეა დაკავებული.
დღესვე ხელმძღვანელმა პირებმა ფერიის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესს დაესწრნენ და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.