საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე მოსწავლეთა კონფერენციას დაესწრო

საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე მოსწავლეთა კონფერენციას დაესწრო

25 მაისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეთა კონფერენცია - გაიმართა თემაზე ,,საქართველოს ისტორიის ფურცლები - 9 მარტი, 9 აპრილი“, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდა. პირველ ეტაპზე წარდგენილი იყო 36 თემა. კონფერენციაზე წარსადგენად კომისიის მიერ შეირჩა 17 თემა, აქედან 14 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ხოლო 3 ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.